LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საავტომობილო რეჟიმი“: სიახლე, რომელიც საგზაო მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის

37

Apple-ის სპეციალისტებმა iOS11 განაახლეს. საუბარია „საავტომობილო რეჟიმზე“, რომელიც ერთი შეხედვით პოპულარული „ავია რეჟიმს“ მოგაგონებთ. ახალი პროგრამა ავტომობილის მართვის დროს გამოიყენება, შესაბამისად, სმარტფონის მეპატრონეს არაფრის გადართვა და ყურადღების გაფანტვა არ მოუწევს.

უფრო კონკრეტულად, რა მოხდება „საავტომობილო რეჟიმის“ დროს? სმარტფონი დაბლოკავს ზარებსა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გადაცემის ფუნქციას. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც მძღოლთან დაკავშირება მოუნდებათ, მიუვათ ნოტიფიკაცია, რომ ის საჭესთან არის, ამიტომ ზარებსა და სმს-ებზე ვერ გიპასუხებთ.

სიახლე საგზაო მოძრაობას უფრო უსაფრთხოს, მართვას კი ნაკლებად სტრესულს გახდის. მისით სარგებლობა კი მიმდინარე შემოდგომაზე გახდება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები