თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული საბა ფცქიალაძე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას აგრძელებს Hult International Business School-ის ბოსტონის კამპუსში Business Analytics მიმართულებით, უნივერსიტეტის შიდა 40%-იანი დაფინანსებით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამაზე ძირითადად აქცენტი machine learning-ზეა და საბაც გეგმავს, მომავალში ამ მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა და გამოცდილება.
პარალელურად, საბამ სწავლის გაგრძელებაზე თანხმობა მიიღო Bentley University-სა (Masters in Business Analytics) და Ca’ Foscari University of Venice-დან (Data Analytics for Business). თუმცა, რადგან Hult, ბლუმბერგის, Financial Times-ის, The Economist-ის მიხედვით, Top 100 სასწავლებელშია დასახელებული, ამ ფაქტორმა საბას საბოლოო გადაწყვეტილებაზე იმოქმედა და სწავლის გაგრძელება Hult-ში არჩია.
საბამ ESM-ის ოპერაციების მენეჯმენტის კონცენტრაცია დაასრულა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა „დიპლომატ ჯორჯიაში“ ლოჯისტიკის ანალიტიკოსად, ხოლო შემდგომ IT project manager გახდა. 2021 წლიდან კი შეუერთდა აჭარაბეთის გუნდს IT Portfolio Manager-ის პოზიციაზე.
რატი გაბუნიამ New Mexico-ს უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა – ის აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის
ქართველი გოგონა ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თორნიკე გოლიაძემ ბარსელონაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა
„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის
ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის
ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა