LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერის მორიგი რევერანსი ბრიტნი სპირსს და მხარდაჭერა ტრანსგენდერ ადამიანებს

163
photo-collage.png

საბრინა კარპენტერის პერფორმანსი სიმღერაზე – Tears MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 42-ე დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებში მოხვდა.

ვიდრე სცენას დაიკავებდა, არტისტი წითელ ხალიჩაზე ,,ვალენტინოს” ლუქით წარდგა და საღამოს საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავთა შორისაც დასახელდა. კარპენტერის აუთფიტი ჯესიკა რებითის საკულტო ჩაცმულობით იყო ინსპირირებული.

კარპენტერისთვის 1988 წლის ფილმის – ,,ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი” პერსონაჟი ერთადერთი შთაგონების წყარო არ ყოფილა. ახალი ნამუშევრის შესრულებისას, მან ბრიტნი სპირსს შარშანდელის მსგავსად პატივი წელსაც მიაგო. საზოგადოებისთვის მარტივი მისახვედრი აღმოჩნდა, რომ სასცენო კოსტიუმი და სცენაზე წვიმაში ცეკვა საკულტო კოლეგის მორიგი რევერანსი იყო. ცნობილი ფაქტია, რომ Dream Within a Dream Tour-ის (2001-2002 წწ.) დროს სპირსი თითქმის მსგავსი სამოსითა და ქორეოგრაფიით ჰიტს – …Baby One More Time ასრულებდა.

ფოტო/ვიდეო: საბრინა კარპენტერის სადებიუტო პერფორმანსი MTV Video Music Awards-ის მთავარ სცენაზე და მადონას ტრიბიუტი

ბრიტნი სპირსი, როგორც შთაგონების წყარო – პოპის პრინცესას რევერანსი VMAs-ზე

ცალკე აღნიშნვნას იმსახურებს მომღერლის შოუ ,,დრეგ ქუინების” მონაწილეობით, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების პირდაპირი მხარდაჭერა იყო.

კოლმან დომინგო საბრინა კარპენტერის კლიპში ,,დრეგ ქუინად” გარდაისახა

ცნობისთვის, საბრინა კარპენტერმა 42-ე MTV Video Music Awards-ზე სამი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ნომინაციაში – ,,საუკეთესო პოპ არტისტი”, რომელიც დაჯილდოებაზე წელს პირველად გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები