მარიამ ელიეშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, დიდია მონატრების გრძნობა, რომლის შესახებაც ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხარ, როგორ უმკლავდები მონატრების გრძნობას?
– რა თქმა უნდა, რთულია. საცხოვრებლად სრულიად ახალ გარემოში გადმოვედი, სადაც ყოველდღიურად ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვერ ვხედავ. გარდა ამისა, ჩემს საქმიანობას დროებით მოვწყდი. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ახლა იმდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეტაპია, რომ მთელი ყურადღება ამაზე მაქვს გადატანილი. სიახლეებით ვარ დატვირთული. დედობაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! შესაბამისად, მთელი მზრუნველობა ჩემი შვილისკენ მაქვს მიმართული. თან, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც ხშირად ჩამოდიან და სატელეფონო კომუნიკაციებმაც ბევრი რამ გაამარტივა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფიზიკური სიშორის მიუხედავად, ყველა საყვარელი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ვარ. ამასობაში საბაც იზრდება და მომავალ წელს აუცილებლად ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას. ბევრი მწერს, რომ ძალიან ელიან და გაუხარდებათ ჩემი ტელეეკრანებზე გამოჩენა. მეც ერთი სული მაქვს, ეს მოხდეს. ალბათ, განსაკუთრებული იქნება ჩემთვისაც და ჩემს გულშემატკივრისთვისაც ამდენი ხნის შემდეგ საქართველოში სტუმრობა.
