მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ და რეკორდსმენ არტისტს, ტეილორ სვიფტს 34 წელი შეუსრულდა. იუბილე მომღერალმა ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა, მოგვიანებით მან ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„არ მჯერა, რომ ეს წელიც დადგა. დიდი მადლობა ყველას ასეთი მოლოცვებისთვის“, – წერს სვიფტი.
წვეულებაზე იმყოფებოდნენ ბლეიკ ლაივლი, ჯიჯი ჰადიდი და სხვა ბევრი ცნობილი სახე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტეილორის შეყვარებული, ტრევის კელსი არცერთ ფოტოში არ ჩანს. სტუმრებს შორის არც სვიფტის ახლო მეგობარი, სელენა გომესი იმყოფებოდა.
ცნობისთვის ამ დღეს იუბილარი Clio Peppiat-ის შავ, მინი, ბრჭყვიალა კაბაში იყო გამოწყობილი.
„წლის წყვილი“ – ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის უტკბილესი ფოტოები