LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ლატარიაში რეკორდული – 220 მილიონი ევრო გათამაშდა

42
image

საფრანგეთში მცხოვრებმა იღბლიანმა პირმა აქამდე არნახული ჯეკ-პოტი – 220 მილიონი ევრო მოიგო. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

მოგებული ციფრების კომბინაცია კი ასეთი იყო – 21, 26, 31, 34, 49 და ორი იღბლიანი ციფრი – 2 და 5.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საფრანგეთში ყველაზე მაღალი ჯეკ-პოტი 2011 და 2012 წლებში 162 და 170 მილიონი ევროები გათამაშდა.

რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით წინა რეკორდულ გათამაშებას, ის შვეიცარიაში 2021 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა და იღბლიანი გამარჯვებული 210 მილიონი ევროს მფლობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები