LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა თავისუფლების ქანდაკების დაბრუნება მოითხოვა, შტატებმა უარი უთხრა

107
6456

ფრანგმა დეპუტატმა რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა, რომ აშშ თავისუფლების სახე აღარ არის და ამიტომ ქვეყანას თავისუფლების ქანდაკების უკან დაბრუნება შესთავაზა. ეს ქანდაკება ძალიან ღირებულია იმისთვის, რომ შეუფერებელ ქვეყანაში იდგეს, დაამატა დეპუტატმა.

თეთრი სახლის წარმომადგენლობამ ბრიფინგზე თავისუფლების ქანდაკების უკან დაბრუნების შესაძლებლობა გამორიცხა. „აბსოლუტური არა. მხოლოდ ამერიკის გაერთიანებული შტატების დამსახურებაა ის, რომ ფრანგები დღეს გერმანულად არ საუბრობენ. ამიტომ, ისინი ძალიან მადლიერები უნდა იყვნენ ჩვენი დიდებული ქვეყნის“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

თეთრ სახლში ისიც დაამატეს, რომ საფრანგეთმა ქანდაკება უნდა მიიღოს როგორც სიმბოლო აშშ-ს ღვაწლისა, ევროპის გათავისუფლების საქმეში შესრულებული როლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები