LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მშობლებს შესაძლოა არასრულწლოვანი შვილების ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალონ

139
Screenshot 2023-03-03 122024

საფრანგეთში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოების გამოქვეყნებაზე რეგულაციები დააწესონ. Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს რომელიც ბავშვთა უფლებების დასაცავადაა შექმნილი, მხარს ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს.

ინიციატორთა ინფორმაციით, მანამ სანამ ბავშვი 13 წლის გახდება და საკუთარი ანგარიში ექნება, ინტერნეტში მისი 1300-მდე ფოტო ტრიალებს. რაც არანაირ უსაფრთხოების ნორმებში არ ჯდება.

ახალი კანონი ორივე მშობელს თანაბარ პასუხისმგებლობას დააკისრებს. იმ შემთხვევაში, როცა დედა და მამა ვერ თანხმდებიან, სასამართლო უფლებას იტოვებს ერთ-ერთ მათგანს მეორის ნებართვის გარეშე ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები