LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ქვეითთა სიჩქარის გასაზომად რადარები დაამონტაჟეს

129
thumb_1024x663_runner-radar-2-11zon

ფრანგული ქალაქის ნანტის ქუჩებში გამოჩნდა რადარები, რომლებიც ქვეითთა სიჩქარეს ზომავენ. მიზანი – მოქალაქეების მოტივირებაა, რათა მეტი ირბინონ, წერს The Mayor.

ქვეითთა რადარი არაფრით განსხვავდება იმ რადარებისგან, რომელიც გზებზე ავტომობილის სიჩქარეს ზომავს. ის ქუჩაში მიმავალი მოქალაქის სიჩქარეს 4 კილომეტრი საათიდან ზომავს. თუმცა, ტაბლოზე მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაქვს, თუკი რომელიმე ნანტელი საათში 8 კილომეტრი სიჩქარით ჩაირბენს.

წინასწარმა ტესტებმა აჩვენა, რომ ბევრი ადამიანი რადარის დანახვისას ნაბიჯს ნამდვილად აჩქარებს. პროექტის ავტორები ამ ფაქტს ადამიანის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას მიაწერენ, რომელიც ადამიანებს თავისი ძალების გამოცდისკენ უბიძგებს.

რადარი იმასაც გამოთვლის, თუ რამდენად ააჩქარებს ესა თუ ის ადამიანი ტემპს მასთან ახლოს ჩავლის დროს. თუკი საპილოტე პროექტი დადებითი შედეგებით დასრულდება, მისი ავტორები რადარებს საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც დადგამენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები