LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

2021
არ გადაკვეთო - პოლიცია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს და ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.

„ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 11’109-ე მუხლით მიმდინარეობს.