LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: პოლონეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე

81
BeFunky-collage (1)

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პოლონურ მხარესთან „დამატებითი დეტალების მიღების მიზნით“.

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

პოლონეთში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g