პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.
როგორც ცნობილია პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდენო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.