LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი გადარეული ახალგაზრდა მუსიკოსის პროექტის პრემიერა ფილარმონიის სცენაზე: „ასე დიდი ხანია, არც ერთ პროექტზე არ მიღელვია“

2494
გიგაშა

22 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „კონცეპტარტისა“ და თეონა ჯორბენაძის ორგანიზებით, ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად, გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძისა და მარიამ ჯანჯღავას ერთობლივი საღამო შედგა.

წარმატებული საღამოდან სოციალურ ქსელებში უამრავი ვიდეო გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ საღამოზე საინტერესო კოლაბორაციები ვიხილეთ; მოვისმინეთ შესანიშნავი კომპოზიციები, ახალი თუ ძველი – ახლებურად გაკეთებული; და ასევე ვნახეთ სრულად გავსებული დარბაზი და ამ ტრიოს აქტიური გულშემატკივრები, რომლებიც ოვაციით ხვდებოდნენ თითოეულ ახალ ნომერს.

„ერთად შევძლებთ გავფრინდეთ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში“ - ნიკოლოზ რაჭველი მუსიკალური ავიარეისის ასაფრენად გეპატიჟებათ

22 მაისის მუსიკალური ავიარეისი ასაფრენად ემზადება! თბილისის საკონცერტო დარბაზში შედგება რამდენიმე თაობის შემსრულებელთა კოლაბორაცია, ერთ სცენაზე განსხვავებული მუსიკალური ჟანრებისა და ვიზუალური კონცეფციის სინთეზით, ელექტონული მუსიკითა და სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობით. მგზავრები არიან: მარიამ ჯანჯღავა (Janngo), ნინი ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი, ნიკალა მარგველაშვილი, ლევან დეისაძე, ნიკალა ზუბიაშვილი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & ნიკოლოზ რაჭველი. სპეციალური სტუმარი – გიორგი […]

ახალმა მუსიკალურმა სიომ ქართულ სცენაზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაბერა, – ვნახოთ, რა განვითარება ექნება მას, მანამდე კი გთავაზობთ პროდიუსერ თეონა ჯორბენაძის მიერ ამ საღამოს შეჯამებას, რომელიც სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:

„Janngo & Nini & Gigassh

ზღვაზე მეტად რომ შეიძლება შეგიყვარდეს, ეს პოსტი მათზეა ❤

ასე დიდი ხანია, არც ერთ პროექტზე აღარ მიღელვია…  რაღაც ახალი ხდებოდა, რაღაც თავიდან იწყებოდა, სათქმელი და მოსაყოლიც რომ დაგიგროვდება და თან ამ ახალგაზრდულ სიგიჟესთან დაწევა გიწევს.

სულ სხვა ხასიათის პროექტისთვის ვემზადებოდით და სპონტანურად დიდ საკონცერტო დარბაზში ამ სამი გადარეულის პრემიერა დაიგეგმა. ნიკას წარმოუდგენელ ენთუზიაზმზე, ტალანტსა და მართლაც რომ ღვაწლზე ყველა თაობის მუსიკოსისთვის თუ ქვეყნისთვის ოდესმე ძალიან ბევრი დაიწერება. მისი დიდი შრომითა და გამძლეობით ჩვენს თვალწინ არაერთი კლიშე დაინგრა. სულ ცოტა ხნის წინ, სიმფონიური ორკესტრი ან კლასიკური ჟანრის შემსრულებელი თუ რამე სხვას დაუკრავდა მაშინვე დიდი შფოთი იწყებოდა. არადა დასავლეთის სიმფონიური ორკესტრები რა ხანია კლასიკური მუსიკის სივრცეებში ელექტონულ მუსიკასთან კოლაბორაციას სთავაზობენ მსმენელს…

ეს პროექტი აუცილებლად განაგრძობს ფრენას და ვიცი, რომ სულ მალე ახალ თარიღს და ლოკაციას გაცნობებთ“.