10 ივლისს „ნეტფლიქსზე“ ახალი მძაფრსიუჯეტიანი ფილმის, „უკვდავი გვარდიის“ პრემიერა შედგა. სიუჟეტი სხვადასხვა ეპოქიდან შეკრებილ, უკვდავ მებრძოლებზე მოგვითხრობს, რომელშიც მთავარ როლს, 44 წლის მსახიობი, შარლიზ ტერონი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ შარლიზი ფილმში რთულ ილეთებს აკეთებდა, მას კასკადიორიც არ ჰყავდა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა გადაღებებისას მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მან ხელი დაიზინა, რის შედეგადაც კიდურს პრაქტიკულად ვერ გრძნობდა და ვერ ამოძრავებდა, მიუხედავად ამისა, ტერონს მუშაობა არ შეუწყვეტია და გადაღებები დაასრულა.
„ექიმთან ვიზიტის დრო არ მქონდა, იყო მომენტი, როდესაც ცხენზე ვიჯექი, ხელს კი საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ახლა მე სამი ოპერაცია მჭირდება“, – განაცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ Stellar-სთან საუბრისას.
ფილმმა „უკვდავი გვარდია“ დიდი პოპულარობა მოიპოვა, ის უკვე 72 მილიონმა ადამიანმა ნახა და „ნეტფლიქსის“ ფილმების მსგავს კატეგორიაში, 10 საუკეთესო ფილმის სიაშიც განთავსდა. აღნიშნული მონაცემებით, მძაფრსიუჯეტიანი ფილმის რეჟისორი, ჯინა-პრინს ბეიტვუდი პირველი ფერადკანიანი რეჟისორი გახდა, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია.
https://www.instagram.com/p/B_5V_fIHagD/?utm_source=ig_embed