ლოს-ანჯელესმა, iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებას უმასპინძლა. საღამო არაერთი შთამბეჭდავი პერფორმანსით, დღის ჰაილაითად იქცა. შოუ მუსიკალურად ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლებმა, უახლესი და საკულტო ჩანაწერებით გააფორმეს.
პერფორმერებს შორის იყვნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, შერი ჯენიფერ ჰადსონთან ერთად, Latto და TLC.
ჯასტინ ტიმბერლეიკი აუდიტორიის წინაშე მეექვსე სტუდიური ალბომის – Everything I Thought It Was სინგლებით – Selfish და No Angels ცეცხლოვანი შესრულებით წარდგა.
ცერემონიის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მომენტი შერის გამოსვლა გახდა. საკულტო შემსრულებელს სცენაზე ჯენიფერ ჰადსონი შეუერთდა. ვარსკვლავურმა დუომ Cher-ის შემოქმედებიდან 1989 წლის If I Could Turn Back Time და 1998 წლის Believe იმღერა.
აუდიტორიისთვის, საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა TLC-ის წევრების, ტაიონ უოტკინსისა და როზონდა თომასის ხილვა. მათ Latto-ს თანხლებით, 90-იანების ჰიტები – No Scrubs და Waterfalls გააცოცხლეს.