ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება კოვიდინფიცირებულთა პროტოკოლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება. მისივე განმარტებით, პაციენტი მე-11 დღეს გამოჯანმრთელებულად ითვლება.
„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა 718-ს შეადგენს. ამ ადამიანებმა ჰოსპიტლები და საკარანტინო სასტუმროები დატოვეს, ბინაზე მეთვალყურეობაც შეჩერდა.
გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე.
ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე ორი თანმიმდევრული ტესტირება გვქონდა და ორივე აუცილებელი იყო. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირს გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება“,- განაცხადა გაბუნიამ.
796 გამოჯანმრთელებული და 28 კრიტიკულად მძიმე: ვინ არის 37-ე გარდაცვლილი
