LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროა, რომ საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი, ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს „ოცნების“ სბროდს – ჯაფარიძე ვარჰეიზე

64
Untitled design - 2022-11-15T165117.883

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებს, რომ საქართველო მთავრობა 12 პუნქტის შესასრულებლად აქტიურად მუშაობს და რომ საქართველოში ეკონომიკა ყვავის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვუსმინე ევროკომისარს

დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო.

ანუ არ იცის, რომ უარი თქვა „ოცნებამ“ გადაგზავნაზე.

მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განსხვავებით.

მერე ისევ დეოლიგარქიაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული რა ხდება საქართველოშიო,

სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო. ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი.

ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო. აი, ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო ..

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ „ოცნების“ სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს, რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტიდასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს “პროევროპული” იმიჯი,

გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი,

სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით

პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას“. – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

ამავე თემაზე:

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ – პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

ჩვენ არ ვარჩევთ რომელია „კარგი“ ოლიგარქი და რომელი „ცუდი“ – ოლივერ ვარჰეი

ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი – ოლივერ ვარჰეი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები