კანიე უესტისა და ბინაკა ჩენსორის მოგზაურობა გრძელდება. მედიაში წყვილის ახალი ფოტოები ვრცელდება და ისინი სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელია. ამჯერად ეპატაჟურმა წყვილმა ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობა დიდ სანახაობად აქცია.
ამ დღეს ბიანკა ცელოფნის პარკის მოსასხამით გამოჩნდა, რომლის შიგნითაც არაფერი ეცვა. ბუნებრივია, წყვილის ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ბოლოს წერტილი სრული სიშიშვლე იქნება და ამით დასრულდება ყოველივე“, „აი ნამდვილი რომანტიკული ვახშამი“, „საოცარი საღამოს კაბაა“, – არ წყდება კომენტარები.
კანიე უესტი მეუღლეს სამოსს თავად ურჩევს – წყვილის ფოტოები ტოკიოდან