LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცრად ჰგავს! – ემინემი ბაბუა პირველად გახდა

299
page

52 წლის ლეგენდარული რეპერი, ემინემი ბაბუა პირველად გახდა. ამის შესახებ მისმა 29 წლის ქალიშვილმა, ჰეილიმ „ინსტაგრამის“ საშუალების განაცხადა.

„ბედნიერი თარიღი, პატარა E-ს სამი კვირა შეუსრულდა“, – ასე დაასათაურა მან ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ ბიჭუნას ელიოტი დაარქვეს და ის თავის ბაბუას საოცრად ჰგავს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ემინემის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილი, ჰეილი ჯეიდი, რეპერის ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია. ამის შესახებ, მისი სიმღერებიდანაც გვსმენია. ჰეილი ემინემს, კიმბერლი სკოტისგან ჰყავს. გოგონა გასული წლის მაისში დაქორწინდა.

ემინემი ბაბუა გახდება – რეპერმა ამბავი ახალი ემოციური კლიპით გაამხილა

პატარძლის ემოციური ცეკვა მამასთან – ემინემის ქალიშვილი დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები