“საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლების ფრონტის ხაზზე დგას, ” – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა “ტვიტერზე” დაწერა.
ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ცნობისთვის, ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.