LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, მიყვარხარ – ილია მეორემ მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა

532
12-max-1000

მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოწამის დღე აღინიშნა. საქართველო, მიყვარხარ, – ამ სიტყვებით მიმართა პატრიარქმა, ილია მეორემ შეკრებილ მრევლს.

მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმაც პატრიარქს უპასუხა შეძახილით – გვიყვარხარ. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მეტეხის ხიდზე კი მორწმუნეებმა მტკვარში სიმბოლურად ყვავილები ჩაუშვეს.

მანამდე კი, ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები