საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი აქტივობის შენარჩუნების მიზნით, იპოთეკით ბინის შეძენის რეგულაცია გამარტივდა. კერძოდ, იპოთეკური სესხის აღებისას ბინის შეძენით დაინტერესებული პირი, ნაცვლად 15%-სა, ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ს დაფარავს, ხოლო ბანკისთვის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 85%-დან 90%-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეგულაცია დროებით შერბილდა, თუმცა როდემდე, ამ დროისთვის უცნობია.
კიდევ ერთი ცვლილებით ბინების შეძენა მარტივდება ემიგრანტებისთვისაც – უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან 20%-მდე მცირდება.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ქართულმა ბანკებმა 246 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 28 მაისს გაიმართება.