LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მძიმე ჯვარი აქვს სატარებელი – ილია მეორე

683
iliameoresifrtxile

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მძიმე ჯვარი აქვს სატარებელი, რომელიც ყველამ ერთად უნდა ატაროს. მისივე თქმით, ამავე დროს ღმერთმა ქართველს ერს ამ მძიმე ჯვრის სატარებელი ძალაც მისცა.

დღეს მარიამობაა

სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.

“ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ დავუმატეთ მას „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. უნდა გვახსოვდეს ის, რომ გოლგოთის მთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა“, – ბრძანა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g