LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება დასჯადი ხდება

saqartvelosruka

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებას განიხილავს, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

ინიცირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს.

როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით და აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათივე განმარტებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება და მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ეს  ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g