LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

67
კორონავირუსი-720x404

საქართველოში კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 690, ხოლო გარდაიცვალა 20 პაციენტი. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 129 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 667, „პისიარ“ ტესტით – 13 462.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,7% ბოლო 14 დღის – 4,87%, ბოლო შვიდი დღის – 5,13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 653 შემთხვევა, აჭარა – 144, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 36, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 311 457 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 291 457 გამოჯანმრთელდა, 4 130 კი, გარდაიცვალა.

პოპულარულები