LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 172 ადამიანი ცხოვრობს – მათგან უხუცესი 104 წლის არის

209
ვეტერანები

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა. 

1941-1945 წლებში მიმდინარე ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა – საქართველომ ომში 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

როგორც “ფორტუნას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 172 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 77 თბილისის მკვიდრია.

ომის ვეტერანებიდან უხუცესი ზესტაფონში მცხოვრები ალექსანდრე ბუსკივაძეა, რომელიც 104 წლის ხდება.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალებიდან უხუცესი მერი მაღრაძეა – 103 წლის.

ასაკით ყველაზე პატარა კი სვეტლანა ეფიმოვაა, 84 წლის ვეტერანი, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა.

შეგახსენებთ, 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

“შემძრა ერთ გვერდზე დატეულმა ამ უზომო ტრაგედიამ… ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღო ბედკრულმა საქართველომ” – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი კალანდი

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ

magti 5g