LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქმეს ყველა ზედა ინსტანციაში გავასაჩივრებთ, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც – დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ“: მაია მამულაშვილის ადვოკატი 

255
კახა კალაძე და მაია მამულაშვილი

„რა თქმა უნდა, საქმეს ყველა ზედა ინსტანციაში გავასაჩივრებთ და მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. რაც შეეხება დაკისრებული ვალდებულების აღსრულების ნაწილს, აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სამივე ინსტანციის სასამართლოში წავაგებთ“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ჟურნალისტ მაია მამულაშვილს ადვოკატმა, მარი კაპანაძემ განუცხადა.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რადგან მოსარჩელე მხარე ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა, სასამართლომ კი ტელევიზიას და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ნოდარ მელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის

ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად", - წერს მელაძე "ფეისბუკში".

რაც შეეხება კითხვას, სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ტელევიზიას გავრცელებული ცნობების უარყოფა დაეკისრა, მაია მამულაშვილის ადვოკატმა ასე გვიპასუხა:

„რეალურად, ეს არის ცენტრალური საკითხი, რადგან ზიანის ანაზღაურება სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ დაადგინა ცილისწამება და ცნობების მხარეს უარყოფის ვალდებულება დააკისრა, რაც ჩვენი აზრით, წინააღმდეგობრივია ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან, ვინაიდან მსგავს შემთხვევაში, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ.

მით უფრო, რომ ჩვენ არაერთი მტკიცებულება გვქონდა წარდგენილი, რითაც ვადასტურებდით, რომ ეს საზოგადოებაში აქტიურად განხილული საკითხი იყო, მაია მამულაშვილს ეს ჰაერიდან არ მოუგონია, არამედ იყო მისი სამართლიანი კომენტარი მანამდე გაჟღერებულ კრიტიკასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ასევე ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა.

ასეთ შემთხვევაში როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკა პირდაპირ მიანიშენებს იმაზე, რომ ასეთ დროს არ შეიძლება თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვა.

რაც შეეხება გასაჩივრების ვადებს: 30 დღეა იმისთვის, რომ სასამართლომ დასაბუთებული ცნობა ჩაგვაბაროს, ამის შემდეგ კი, 14 დღე გვექნება იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მივმართოთ.“ – განუცხადა „ფორტუნას“ მაია მამულაშვილის ადვოკატმა.

ცნობისთვის, სასამართლომ „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს სექტემბერში უჩივლა. კალაძემ მოპასუხისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს მოითხოვა.

კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, ა/წ 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა თქვა: „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g