LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში“ – დიმიტრი მედვედევი

325
დიმიტრი მედვედევი

ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს“ – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში გამართულ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხოლო უმადურმა ღორმა საღორის მფლობელებისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა – ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაა საჭირო“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს, უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მუშაობენ უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

ცნობისთვის, დღეს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, გაუქმდა პრესკონფერენცია, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა

დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g