LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, მთავრობისგან ვაქცინაციის გეგმა კვირის ბოლომდე დამტკიცდება: თამარ გაბუნია

88
gabcho

ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკური ნაწილი დასრულდა. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

”პარასკევს ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკური ნაწილი დასრულდა. მის მომზადებაში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი გეგმის ვერსიას  ამზადებს, რაც მთავრობაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება და ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე ეს პროცესები დასრულდება”.

მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმაში სამი ეტაპია განსაზღვრული, რის მიხედვითაც ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება შემდეგ, მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, ვისაც მაღალი რისკი არ აქვს. თუმცა, იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია.

”ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი, რასაც ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისაგან დასაცავად ჩვენ გვინდა რომ მივაღწიოთ ეს არის, მოზრდილი მოსახლეობის 60%. ეს იქნება გარანტია იმისთვის, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბიური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში”. – განაცხადა, გაბუნიამ.

აღსანიშნავია, პირველი ჯგუფი ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს, არის ჯანდაცვის პროფესიონალები. შემდეგ, მოყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა მაღალი რისკის ჯგუფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g