LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ში გასული წლის ძირითად გამოწვევად საგარეო შოკს ასახელებენ

105

ეროვნული ბანკისთვის ძირითადი გამოწვევა იყო საგარეო შოკი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა სებ-ის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო შოკი საკმაოდ მსხვილი იყო, თუმცა, მას ქვეყანამ თავი წარმატებით გაართვა.

”ჩემი შეფასებით, ეს იყო ძალიან რთული წელი, თუმცა, ჩვენ ამ სირთულეებს ძალიან წარმატებით გავართვით თავი. ძირითადი გამოწვევა იყო საგარეო შოკი. ქვეყანამ გაუძლო საგარეო შოკს შედარებით უკეთესად, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო სხვა სიტუაციაში” – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს “ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ”, “ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს”, “ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს” და აუდიტორების მიერ დამოწმებულ “საფინანსო ანგარიშგებას”.

წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები