სელინ დიონი ჰოკეის ეროვნული ლიგის თამაშს დაესწრო. კანადელი არტისტი Boston Bruins-ისა და New York Rangers-ის შეხვედრას თვალს შვილებთან ერთად, ტრიბუნიდან ადევნებდა.
ცოცხალი ლეგენდა ,,ბოსტონ ბრუინსს” გულშემატკივრობდა, თუმცა სამწუხაროდ მისმა შემართებამ არ გაჭრა, რადგან გუნდი დამარცხდა.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ერთობა ის შესვენების დროს. კადრებში 55 წლის მუსიკოსი პატარა ბავშვივით Bon Jovi-ის ჰიტზე – Like a Prayer ცეკვავს.
ცნობისთვის, Like a Prayer ,,ბონ ჯოვის” მე-3 სტუდიურ ალბომში – Slippery When Wet შედის, რომელიც 1986 წლით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ სელინ დიონი ბოლო დროს იშიათად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რადგან მას 2022-ში გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა.