LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო ომბუდსმენობის კანდიდატებზე: ფავორიტი გამოკვეთილი არ არის.. ვფიქრობ, პლენარული მოსმენები გადამწყვეტი იქნება

68
დავით სერგეენკო

„ამ ეტაპზე ფავორიტი გამოკვეთილი არ არის, თუმცა რაღაც ნაწილი ამ პროცესს გასაუბრებიდან გამოეთიშა. ვფიქრობ, რომ პლენარული მოსმენები იქნება გადამწყვეტი“, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მმართველ პოზიცია უცვლელი რჩება და კანდიდატების შერჩევისას პრიორიტეტად პოლიტიკურ მიუკერძოებლობას მიიჩნევენ.

„წინასწარ შერეული კანდიდატი არ არსებობს. წინასწარ რაიმე პირობების დაყენება პოზიციისგან ან ოპოზიციისგან არასწორი იქნებოდა.“– განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო, კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.

რაც შეეხება მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ომბუდსმენის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

ამავე თემაზე:

„პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.. ეს არის ერთგვარი შოუ“ – ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა არც ომბუდსმენობის შესარჩევ გასაუბრებაში მიიღებს მონაწილეობას  

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა” – სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენობის კანდიდატი: „ნებისმიერი მოქალაქის უფლებას დავიცავ, ოღონდ, ერთი პირობით – „პრაიდის“ მომხრე არ ვარ“

„მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან ვიღაცას გაებუტოს“ – რა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა ანა აბაშიძემ მისი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g