LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვი დღეს სომხეთში ჩავა, 10-11 მაისს კი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

82
Untitled design (6)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორდღიანი ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

foreignbrief-ის ინფორმაციით, ლავროვი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მხარეები ომისგან განადგურებული ეკონომიკის აღდგენის გეგმებსა და სომეხი ტყვეების გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.

“ყარაბაღის კონფლიქტის დროს მარცხმა, ერევნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე დიდი გავლენა მოახდინა, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო პროტესტმა შემდგომი არასტაბილურობა გამოიწვია.

რუსეთს, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამავალს, სურს სამხრეთ კავკასიის სტაბილიზაცია. სომხეთს კი სურს გარანტიები, რომ ტყვეები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან სახლში.” – აღნიშნულია foreignbrief-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ცნობითვე, სერგეი ლავროვი 10-11 მაისს სამუშაო ვიზიტით ბაქოშიც ჩავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები