LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაიში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა – დაშავებულია 18 პირი

94

შანხაიში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, ფურგონი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მანქანა საწვავით სავსე ავზებით იყო დატვირთული და გაჩერების შემდეგ მას ცეცხლი მოეკიდა.

ადგილზე პოლიციისა და სახანძრო ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლი ადგილზე დააკავეს.

აქვს თუ არა მომხდარს კავშირი ტერაქტთან, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარი შანხაიში ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g