LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილში დაშავებული სამივე გოგონა თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს: პაციენტები უკვე რეაბილიტაციას გადიან

184
BeFunky-collage - 2020-09-24T115915.210

შატილში ავარიის დროს დაშავებული 3 გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და სამივე რეანიმაციულიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ “ფორტუნასთან” თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ისაუბრა. ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტები კონტაქტურები არიან და ამ დროისათვის რეაბილიტაციის კურსს გადიან.

“სამივე განყოფილებაში გადმოვიყვანეთ. გუშინ ორი, დღეს კი მესამეც. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არიან კონტაქტურები. ამ დროისათვის სამივე რეაბილიტაციის კურსს გადის. გაწერა ჯერ არ იგეგმება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადები ორ წუთში გაიგზავნა” – დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება შატილში გამოძახებაზე

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია “თრეველერ ჯის” მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევას შსს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

“სიცოცხლე შენარჩუნებულია, ვიმედოვნებთ ბეწვის ხიდზე წარმატებით გავივლით” – ლევან რატიანის ბრიფინგი 

 

magti 5g