Tony Awards-ის 77-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი და მისი 16 წლის ქალიშვილი, ვივიენი ნიუ-იორკის აეროპორტში გადაიღეს.
ამ დღეს 49 წლის მსახიობს ღია ლიმონისფერი „თრენჩი“ ამშვენებდა. საზოგადოებას ჯოლი შეცვლილი ეჩვენა, კომენტარებში კვლავ ანჯელინას სიგამხდრის შესახებ საუბრობენ. რაც შეეხება ვივიენს, გოგონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მამის, ბრედ პიტის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა, ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. როგორც ცნობილია, ვივიენს პაპარაცების ყურადღება არ სიამოვნებს, ამიტომ გოგონას აშკარა უკმაყოფილება ეტყობოდა რეპორტიორების დანახვისას.
„ანჯელინა ძალიან შეიცვალა“, „ისევ დაიკლო წონაში“, „რადიკალურად შეცვლილია“, „ვივიენი მuდამ უკმაყოფილოა“, – არ წყდება კომენტარები.
ფოტო: დედოფალი ანჯელინა და პრინცესა ვივიენი წითელ ხალიჩაზე
ახალი ტატუ და ახალი ცხოვრება – ანჯელინა ჯოლის კაშკაშა გამოჩენა






