LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იყო, მაგრამ…“ – ნიკოლ კიდმანი გვიმხელს, ვისთან ერთად გაუჭირდა ყველაზე მეტად ინტიმური სცენის გადაღება

946
page

58 წლის ნიკოლ კიდმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომელ კოლეგასთან ჰქონდა ყველაზე უხერხული და რთული სასიყვარულო სცენები გადასაღებ მოედანზე. მსახიობის თქმით, ყველაზე პრობლემური პარტნიორი ამ მხრივ შვედი მსახიობი და სექს-სიმბოლო, ალექსანდრ სკარსგარდი აღმოჩნდა.

როგორც კიდმანმა პოდკასტში, Las Culturistas აღნიშნა, ერთ-ერთი სცენის გადაღებამდე სკარსგარდმა ფალაფელი შეჭამა, კერძი, რომელსაც ძლიერი ნივრის სუნი აქვს. სწორედ ამან შექმნა უხერხული სიტუაცია კოცნის სცენის დროს.

„შეიძლება ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იყო, მაგრამ თუ ჩემთან ცუდი სუნით მოხვედი, უბრალოდ გეტყვი, არა!“, – განაცხადა მსახიობმა.

მისივე თქმით, მან კოლეგას პირდაპირ უთხრა, რომ მსგავსი სიტუაცია აღარ უნდა განმეორებულიყო.

„როდესაც ალექსანდრ სკარსგარდმა ფალაფელი შეჭამა საერთო სცენების წინ, ვიფიქრე, არა, არა, არა, ალექს. ეკრანზე ხომ უნდა ვაჩვენო, რომ შენზე შეყვარებული ვარ…“, – იხსენებს სიცილით ნიკოლი.

აღსანიშნავია, რომ სერიალმა Big Little Lies განსაკუთრებული წარმატება მოუტანა სკარსგარდს. სწორედ ამ პროექტში შესრულებული როლისთვის მან „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის კატეგორიაში“, Primetime Emmy Award-ის ჯილდო მიიღო.

ნიკოლ კიდმანმა კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ დუმილი დაარღვია – 58 წლის მსახიობი Variety-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები