ბენ აფლეკი ლოს-ანჯელესში შვილებთან, სემთან და ვაიოლეტთან ერთად გადაიღეს. ისინი ჯერ სასეირნოდ იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ღია ცის ქვეშ მდებარე, სწრაფი კვების ობიექტში ივახშმეს.
აღსანიშნავია, რომ 52 წლის მსახიობს თავისი საყვარელი, ამოჩემებული, კუბოკრულ პერანგი ეცვა. ამ პერანგში ის ხშირად ჩნდებოდა თავის ექს-მეუღლესთან, ჯეი ლოსთან ერთად. მეტიც, რომანის დასაწყისში ჯეი ლოსაც ეცვა აღნიშნული პერანგი. წყვილის ფანებმა ამ კუბოკრულ პერანგს, „ბენიფერის თილისმაც“ კი უწოდეს.
ბენ აფლეკის უახლესმა ფოტოებმა უამრავი კომენტარი გამოიწვია:
„შემოაწვა ჯეი ლოს მონატრება“, „წლებია უკვე ეს პერანგი აცვია“, „პერანგი დაძველდა აშკარად“, „ნუთუ არ რცხვენია“, – არ წყდება კომენტარები.
სიშორის სევდას საყვარელი მამაკაცის პერანგი უმსუბუქებს – ჯეი ლო ბენ აფლეკის ტანისამოსში გამოჩნდა










