ჯენიფერ ლოპესმა გულახდილად ისაუბრა იმ მომენტზე, რომელმაც მისი, როგორც დედის ხედვა რადიკალურად შეცვალა. 56 წლის მომღერალმა და მსახიობმა აღიარა, რომ ერთ დღეს მისმა ტყუპებმა, მაქსმა და ემმამ მას პირდაპირ უთხრეს, რომ ის მათ ცხოვრებაში არ იღებდა მონაწილეობას.
როგორც ჯეი ლომ Howard Stern Show-ში სტუმრობისას განაცხადა, გულწრფელი საუბარი პანდემიის დროს შედგა, როცა მან პირველად მოახერხა დარჩენილიყო სახლში და სრულად მიეძღვნა საკუთარი თავი შვილებისთვის.
„მათ მითხრეს, შენ არ ხარ ჩვეულებრივი დედა. შენ არ მიგყავართ სკოლაში, არ ხარ ყოველდღე ჩვენს გვერდით, როგორც სხვა დედები. მაშინ მივხვდი, რამდენად ვჭირდებოდი მე მათ“, – აცხადებს ჯეი ლო.
ბოლოს ჯეი ლო 17 წლის ტყუპებთან ერთად, რომელიც მას მარკ ენტონისგან ჰყავს, ნიუ-იორკის თეატრში, თავისი ახალი ფილმის, „ქალი-ობობას კოცნას“ პრემიერაზე გამოჩნდა.
ჯეი ლოს ქალიშვილი შეყვარებულია – 17 წლის ემმამ მეგობარი ბიჭი გამოაჩინა
„მამის ასლია!“ – ჯეი ლო 17 წლის ქალიშვილთან უსაყვარლესი ცეკვის ვიდეოს გვიზიარებს




