LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყვიტეთ შიმშილი! ბრძოლაში განადგურებული მხედართმთავრით როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა ოკუპირებულმა ქვეყანამ: ჩარკვიანი სააკაშვილს

102
1

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა ყოფილ პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ახლა შიმშილის გაგრძელება სტრატეგიული შეცდომა იქნება და პუტინის გეგმა არ უნდა შესრულდეს:

“არ იშიმშილოთ-მეთქი, ამ ტიპის ლიდერებს არ ეუბნებიან, მაგრამ ახლა ბატონო პრეზიდენტო, შიმშილის გაგრძელება სტრატეგიული შეცდომა იქნება, პუტინის გეგმა არ უნდა შესრულდეს. ამ ტიპის ენერგეტიკის ლიდერები ბრძოლას იგებენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ბრძოლაში განადგურებული მხედართმთავრით როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა ოკუპირებულმა ქვეყანამ. შეწყვიტეთ შიმშილი. თქვენი მომხრეების თხოვნით. ეს არ არის მხატვრული ტექსტი, ეს არის მოთხოვნა. თქვენ არ გესწავლებათ, რომ სტრატეგიული შეცდომა არ უნდა დაუშვათ. მაშ ასე, დაიწყო ბრძოლა ყოველდღე. არ მოგასვენებთ ხელისუფლებავ. ვერ შეირგებთ ხელისუფლებას, გამორიცხულია.” – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სხარტი ლიდერია, მაგრამ ის სიკვდილამდე ასეთი იქნება, რადგან თავდადებულია. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, გუშინ ყოფილ პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა და ის არ გამოიყურება კარგად:

“უპირველესი მოთხოვნაა, გადაიყვანონ ჯერ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც ელემენტარულად სული უნდა მოითქვას. მასთან გუშინ საუბრის შესაძლებლობა მქონდა.

ის სხარტი ლიდერია, მაგრამ ის სიკვდილამდე ასეთი იქნება, რადგან თავდადებულია. ის არ გამოიყურება კარგად და ვაი თქვენ პატრონს, ხელისუფლებავ, თუ გგონიათ, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილს და პრეზიდენტების სასიკვდილო სახელს დავარქმევთ ჩვენს სამშობლოს.” – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ბათუმსა და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციები მიმდინარეობს.

პოლიტიკოსების განცხადებები აქციებიდან:

საპროტესტო აქციებისკენ სვლას ვაპირებთ, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს: მელია

“მიშა, გამხნევდი მეგობარო, მთავარსარდალო” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან

არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც გული არ უსკდება, რადგან მე-3 პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას: ხოშტარია

magti 5g