LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შილაკის ხშირად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, ფრჩხილზე ვერტიკალური ფორმის მუქი შეფერილობის ზოლი წარმოიქმნას და შეიძლება, ეს სიმსივნური წარმონაქმნი იყოს“ – რაზე საუბრობს ამბობს დერმატოლოგი ნათია თოდუა

486
ვერიკო ტურაშვილი (2)

დერმატოლოგმა ნათია თოდუამ „გვანცას პოდკასტში“ იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებიც შილაქის, გელ-ლაქისა და გელის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ჯანმრთელობას შეუქმნას.

სპეციალისტის განმარტებით, შილაქის შემთხვევაში ფრჩხილების გაშრობა ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ხდება, რაც გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.

მისი თქმით, როგორც კანის კიბოს პრევენციისას მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელია, ანალოგიური მიდგომა საჭიროა ფრჩხილების შემთხვევაშიც.

ნათია თოდუას თქმით, ულტრაიისფერი ნათების ხშირი ზემოქმედების შედეგად არსებობს ალბათობა, რომ ფრჩხილზე ვერტიკალური ფორმის მუქი შეფერილობის ზოლი გაჩნდეს, რაც შესაძლოა სიმსივნური წარმონაქმნის ნიშანი იყოს.

„შილაქის შემთხვევაში ფრჩხილებზე ხომ ულტრაიისფერი ნათება ხდება. როგორც კანის კიბოს პრევენციაზე ვამბობთ, რომ მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელი, ისევეა ფრჩხილების შემთხვევაში. თუ ხშირად ხდება ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ფრჩხილების მოთავსება, მაინც არსებობს ალბათობა იმის, რომ შეიძლება, ფრჩხილზე ვერტიკალური ფორმის მუქი შეფერილობის ზოლი წარმოიქმნას და შეიძლება, ეს სიმსივნური წარმონაქმნი იყოს.

გელს, გელ-ლაქს, შილაქს ზოგჯერ შეუძლია, კანზე ძალიან მწვავე ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, რომელსაც შემდეგ ქრონიკული ბუნება აქვს და შესაძლოა, დისჰიდროზულ ეგზემაში ჩამოყალიბდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს თითებზე, ფრჩხილების გარშემო

პატარა ბუშტუკები უჩნდება. ძალიან ექავებათ ხოლმე, შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება, კანი იქერცლება, კანის მთლიანობა რომ ირღვევა, შეიძლება, მეორადად დაინფიცირდეს და ძალიან დიდი დისკომფორტის მომტანია“, – ამბობს ნათია თოდუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g