“დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. ელენე ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასათანადო მოპყრობის და შიმშილობის კვალი ჯერ ისევ ეტყობა.
„წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდე.
ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია. კვალი იგივე შიმშილობის, თუ მოპყრობის რომელშიც ის იმყოფებოდა და იმყოფება, რა თქმა უნდა, არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით და სხვადასხვა.
ამაზე ალბათ ექიმებმა უფრო უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასული წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილი: მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო