LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა

148
შალვა თადუმაძე (1)

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა.

თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.

შალვა თადუმაძე დასანქცირების გამო, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

ამის შესახებ ნათქვამია შალვა თადუმაძის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.

თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g