LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ: „კალგოტკაში“ ანგელოზივითაა … მაყუთის საჭრელი „სტანოკია“ – უმძიმეს დანაშაულზე შსს-მ 4 პირი დააკავა

365
ტრეფიკინგი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ტრე­ფი­კინ­გის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე 4 პირი და­ა­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყება ავ­რცე­ლებს.

შსს-ის ცნობით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს, მისი სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე გა­და­ი­ბი­რეს და მას სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­დნენ.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გი) და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 4 პირი და­ა­კა­ვეს.

ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ე., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა. და 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ლ. ხოლო, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ.

კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს.

გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით გა­და­ი­ბი­რეს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე და სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­დნენ. კერ­ძოდ, და­ზა­რა­ლე­ბულს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხვა პი­რე­ბის­თვის, გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას აი­ძუ­ლებ­დნენ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ამ გზით მი­ღე­ბულ თან­ხას კი პი­რა­დად ისა­კუთ­რებ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი ი.კ.-სთვის, თუმ­ცა, მან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და­ნა­შა­უ­ლის თა­ო­ბა­ზე არ შე­ა­ტყო­ბი­ნა“. – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 14 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/967

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Thursday 20 June 2024
magti 5g