სუსის ყოფილი უფროსი და ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრი პროკურატურაში დაიკითხა.
რადიო “ფორტუნას” შსს-ში ეს ინფორმაცია დაუდასტურეს და უთხრეს, გომელაური საგამოძიებო უწყებაში ნამდვილად იყო დაკითხვაზე.
“ფორტუნას” კითხვაზე, რა თემაზე დაიკითხა მინისტრი, უწყებაში არ უპასუხეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ეს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხებოდა.
პარლამენტმა მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო
დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გომელაურთან ერთად, დაიკითხნენ სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილიც.
არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა – წულუკიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე
შეგახსენებთ, პანკისში სპეცოპერაცია 2017 წელს ჩატარდა, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.