LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი გენდერული თანასწორობის მაჩვენებლით ევროპაში ლიდერია

72
68478230-10216989541905503-8944332890716504064-n

შვედეთი, დანია და ნიდერლანდები გენდერული თანასწორობის მაჩვენებლით ევროპაში ლიდერები არიან. ასეთი დასკვნა ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტმა (EIGE) 2021 წლის რეიტინგის შედგენის დროს გამოაქვეყნა.

სიის შედგენისას სპეციალისტებმა ქვეყნები 7 მაჩვენებლის გათვალისწინებით შეაფასეს: არსებობს თუ არა დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით სამსახურებში (მაგალითად, არის თუ არა ქვეყანაში მხოლოდ „კაცური“ ან მხოლოდ „ქალური“ პროფესიები); მთავრობაში ქალები და მამაკაცები არიან თუ არა ერთნაირი რაოდენობით წარმოდგენილი; აქვთ თუ არა მათ თანაბარი შესაძლებლობა მიიღონ განათლება; არის თუ არა სხვაობა ხელფასებში; უთმობენ თუ არა ისინი საკუთარ თავს თანაბარ დროს (ანდაც ქალები მეტ დროს ხარჯავენ ოჯახურ საქმიანობაზე); აქვთ თუ არა მათ ჯანმრთელობის ერთნაირი მაჩვენებელი (წელს დიდი ყურადღება მიექცა კორონავირუსის პანდემიის შედეგებს, ასევე ფსიქიკურ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას).

შვედეთი რეიტინგის ლიდერი გახდა და თითქმის ყველა პარამეტრში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, გამონაკლისი იყო მხოლოდ ხელფასი. ამ მაჩვენებლით ქვეყანამ მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა. დანია განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა სამსახურში თანაბარი პირობების შექმნით. ხოლო ნიდერლანდებში – ქალები და კაცები საკუთარ თავს თანაბარი რაოდენობის დროს უთმობენ.

ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით ზოგადად ევროპამ შესაძლო 100 ქულიდან 68 დააგროვა. ევროკავშირში გენდერული თანასწორობის მაჩვენებლის გათვალისწინებით ყველაზე კარგი სიტუაცია ჯანმრთელობისა და ხელფასის პუნქტშია. რაც შეეხება პოლიტიკურ არენას, ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები