„ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია“, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
აღნიშნულით შვედი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება.
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს
„დღეს, ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო“
„მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”. – წერს ანა ლიბერგი.
Message is clear: 🇪🇺 EU accession is merit-based. Fully dependent on each country’s progress. This year, Georgia has gone backwards. Georgia’s EU accession is stopped. EU’s door remains open when 🇬🇪 returns to the EU path. https://t.co/oyuylUUkcU
— Anna Lyberg (@annalyb) October 31, 2024