2026 წლის 1-ლი აგვისტოდან შვედეთის სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენება სრულად აეკრძალებათ. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.
ახალი წესის მიხედვით, მოსწავლეები დილით სკოლაში მისვლისას ტელეფონებს ჩააბარებენ და უკან მხოლოდ სასწავლო დღის დასრულების შემდეგ მიიღებენ. აკრძალვა გავრცელდება არა მხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ:
- შესვენებებზე
- სასკოლო ღონისძიებებზე
- წრეებსა და ორგანიზებულ აქტივობებზე
მთავრობის განმარტებით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მოსწავლეების კონცენტრაციის გაუმჯობესებას და სასწავლო პროცესის უფრო მშვიდ გარემოში წარმართვას.
ხელისუფლების შეფასებით, ციფრული მოწყობილობების მუდმივი გამოყენება ართულებს ბავშვებისთვის საბაზისო უნარების ათვისეას, ისეთის როგორიცაა წერა, კითხვა, არითმეტიკა.
კვლევების მიხედვით, შვედი მოსწავლეები ტელეფონებით უფრო ხშირად ერთობიან, ვიდრე სხვა ევროპელი თანატოლები და დღეში 7 საათზე მეტ დროს ატარებენ ეკრანთან (სასწავლო დავალებების გარეშე).
რეკომენდაციებიც მკაცრია: ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ბავშვებს ურჩევს, რომ სმარტფონთან დრო მაქსიმალურად შეზღუდონ.
5 წლამდე – მაქსიმუმ 1 საათი
12 წლამდე – მაქსიმუმ 2 საათი
18 წლამდე – მაქსიმუმ 3 საათი
ახალ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება. ფსიქოლოგები და პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ტელეფონი მხოლოდ გასართობი არ არის,
ის შეიძლება საჭირო იყოს:
ტრანსპორტის განრიგის სანახავად;
სამედიცინო ინფორმაციის მისაღებად;
კომუნიკაციისთვის, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, ვისაც სკოლაში მეგობრები არ ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დისკუსია მიმდინარეობს ევროპის ყველა ქვეყანაში.