LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე დენტალურ იმპლანტაციაში – Megagen ARI იმპლანტი – სილამაზის აკადემია

1441
გიორგი-რაქვიაშვილი

სიახლე დენტალურ იმპლანტაციაში – Megagen ARI იმპლანტი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ყბა-სახის ქირურგმა გიორგი რაქვიაშვილმა ისაუბრა.

რით განსხვავდება ჩვეულებრივი იმპლანტისგან?

ის ფიქსირდება ბაზალურ (კორტიკალურ) ძვალში, არ საჭიროებს ძვლის გადანერგვას, უზრუნველყოფს მაღალ, პირველად სტაბილურობას.

რა ბენეფიტები აქვს?

ძლიერი პირველადი სტაბილურობა (high ISQ), შესაძლებელია სწრაფი დატვირთვა (immediate loading), მუშაობს რთულ ან ძვლის დეფიციტის შემთხვევებში, ნაკლები საჭიროება დამატებითი ოპერაციებისთვის. გარდა ამისა, ინარჩუნებს სტაბილურობას ძვლის რეზორბციის შემთხვევაშიც, უკეთესი ძალის გადანაწილება, ნაკლები გართულებები (peri-implantitis, fracture).

რამდენად განსხვავებული დიზაინი აქვს?

Megagen ARi გამოირჩევა უნიკალური კონსტრუქციით, აქვს KnifeThread დიზაინი, ღრმა და მკვეთრი სპირალი. ის უზრუნველყოფს ძლიერ ჩაჭიდებას ძვალში, ზრდის სტაბილურობას დაუყოვნებლივ.

მას აქვს კალციუმით გამდიდრებული ნანოსტრუქტურა, აჩქარებს ძვალთან შეერთებას (osseointegration), აქვს მოლურჯო ფერი – სისუფთავისა და ტექნოლოგიის ინდიკატორი. 

მისი ასეთი შესაძლებლობები საკმაოდ დიდი სიახლეა ჩვენს დარგში და როგორც ექიმს უმარტივებს სამკურნალო გზას, ისე პაციენტს უზოგავს დროსა და ფინანსებს.

ვფიქრობ, აღნიშნული სიახლე დღითი დღე დიდ განვითარებას მოიპოვებს და კიდევ უფრო მეტი ექიმი და პაციენტი დარჩება კმაყოფილი ამ შესაძლებლობით.