LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სითი პარკს კალაძესთან შეხვედრა სურს: მას სტატისტიკა არასწორად მიაწოდეს

31

კომპანია “სითი პარკი” თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს.

კომპანიაში ამბობენ, რომ კალაძეს მათთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

ისინი ასევე დასძენენ, რომ მერის მიერ გაცხადებული ციფრებიდან 99% არასწორი იყო.

C.T. პარკში მზადყოფნას გამოთქვამენ ახალ არჩეულ მერს შეხვდნენ, კონსულტაციები გაიარონ და მას სწორი მონაცემები მიაწოდონ.

“კომპანია “სითი პარკი” მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია კომპანიასა და თბილისის მერიას შორის. მერის მიერ გაცხადებული ციფრები 99% არ შეესაბამება რეალურ სტატისტიკას და ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს. რეალურად, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2 % ხდება სადავო და ეს დავაც სრულდება უმეტესად “სითი პარკის” გამარჯვებით. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ამომწურავი და ზუსტი სურათი მიაწოდონ თბილისის მერს. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით”,- განაცხადა “სითი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.

კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა “სითი პარკის” წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები